ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის ზედამხედველობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის ზედამხედველობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და ერთობლივი საწარმოს - Pyunghwa Engineering Consultants Ltd, Yooshin Engineering Corporation, Roads Rehabilitation and Modernization Supervision Direction Ltd წარმომადგენელმა კიუნ ჩულ შინმა მოაწერეს ხელი.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. სამუშაო მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება.

რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. საზედამხედველო მომსახურების ხელშეკრულების ღირებულება 3,207,700.20 აშშ დოლარი და 5,770,524.50 ლარია, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 2018-2021 წლებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო