გიორგი მარგველაშვილი - ამ 5 წლის მანძილზე ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი დაგვებნია

ამ 5 წლის მანძილზე ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი და დაგვებნია მათი მოლოდინი ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტებმა პრეზიდენტს სთხოვეს შეფასება გაეკეთებინა NDI-ის კვლევის იმ მიმართულებაზე, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

პრეზიდენტის განცხადებით, იმის გამო რომ ქვეყნის მასშტაბით მიდიოდა მნიშვნელოვანი ინსტიტუტების რყევა, დღეს არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ პოლიტიკური სპექტრიც დაბნეულია.

„ჩვენ ვსაუბრობთ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. ყველაფერი გავაკეთეთ ამ 5 წლის მანძილზე იმისთვის, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი და დაგვებნია მათი მოლოდინი ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებთან მიმართებაში.

დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, რომ პრეზიდენტს ჩამოართვეს მოსამართლეების დანიშვნის უფლება, რომ პრეზიდენტს ჩამოართვეს საერთაშორისო აქტიურობების უფლება, ფაქტობრივად, მოქალაქეობის ნაწილშიც იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება ეს საკითხი.

აქედან გამომდინარე მოქალაქეები დაბნეულები არიან, არა მარტო მოქალაქეები არიან დაბნეულები, მთელი პოლიტიკური სპექტრია დაბნეული, რადგან მრავალი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სისტემურად რყევა არა მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის როგორიცაა უშიშროების საბჭო. შესაბამისად, ჩემთვის გასაკვირი არ არის მოქალაქეების ჩამოუყალიბებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა