თორნიკე რიჟვაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები დაიწყო

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, საქართველოში თურქეთის ელჩთან და ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან შედგა.

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რეგიონის განვითარებისა და აჭარაში დაგეგმილი პროექტების შესახებ საკუთარი ხედვები წარუდგინა. თორნიკე რიჟვაძემ მათ მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება როგორც სავაჭრო ეკონომიკური და ტურისტული, ისე ჰუმანიტარული და კულტურული მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრები საქართველოში, ასევე ქალაქ ბათუმში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს