„ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელმა კომბინატმა გზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის სამშენებლო-სარემონტო მიმართულების ბრიგადამ ითხვისიდან ცენტრალური გამამდიდრებელი ფაბრიკების მიმართულებით, საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, გზის ის მონაკვეთები აღადგინა, რომელიც უამინდობის დროს გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. ჯამში, აღდგენილია 7 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთი. მკვეთრ მოსახვევებში დამცავი ბარიერები მოეწყო.

“შექმნილია სპეციალური ბრიგადა, რომელიც რეაბილიტაციას ჩაუტარებს სატვირთო საბაგირო გზის ქვეშ მდებარე დამცავ ტერასებსაც, ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა. აღნიშნული პროექტების განხორციელების თხოვნით, „ჯორჯიან მანგანეზს“ მოსახლეობამ მიმართა. ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს, ადგილობრივების თხოვნა გაითვალისწინოს და ამ შემთხვევაშიც დავეხმარეთ მათ“, – განაცხადა კომპანიის მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან აბრამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს