მირდატ ქამადაძე - ბათუმის სპორტ-სკოლის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის სპორტ-სკოლის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია „ორბი“ მშენებლობას უკანონოდ ახორციელებს,- ეს განცხადება ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბათუმის მერიის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია „ორბი“ სამშენებლო სამუშაოს აგრძელებს, რაც კანონდარღვევაა. მირდატ ქამადაძე აჭარის ფინასთა და ეკონომიკის მინისტრს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ნებისმიერი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, მათ შორის მილიონერებიც და მილიარდერებიც. ქმედება, რასაც დეველოპერული კომპანია „ორბი“ ახორციელებს ცდება ყოველგვარი კანონმდებლობის ნორმებს. ის სამუშაოებს უკანონოდ ახორციელებს, ბათუმის მერიას ამაზე ნებართვა არ აქვს გაცემული. ბათუმის მერიის მოთხოვნის მიუხედავად, კომპანია დემონტაჟს არ ახორციელებს. ჩვენ ვდაგავრთ ბათუმის მერიის პოზიციის გვერდით და მოვუწოდებთ, რომ პრინციპული დარჩეს. ეს ქონება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას. მოვუწოდებ აჭარის ფინასთა და ეკონომიკის მინისტრს, ტელეკამერების კომპლექსი დაძლიოს, გამოვიდეს და საზოგადოებას გასცეს კონკრეტული პასუხი რა ხდება. თუ მას არა აქვს ამის უნარი და ტელეკამერების ეშინია, მიბრძანდეს იქ საიდანაც მოვიდა და ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ღირსეული ადამიანები",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას კომპანია "ორბი ჯგუფის" იურისტი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ტერიტორია შეცდომით შემოსაზღვრეს, სადაც მშენებლობა არ მიმდინარეობს და მხოლოდ სამშენებლო ინვენტარი განათავსეს. იურისტის თქმით, სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია მშენებლობას კანონის დაცვით ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა