პრემიერ-მინისტრმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა, პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა.

„ვანო გოლაშვილის გმირობა მართლაც სამაგალითოა. სწორედ ასეთი ადამიანების თავდადებასა და გმირობაზე დგას საქართველო. დარწმუნებული ვარ, მისი შვილები - მარიამი და გიორგიც ისევე იამაყებენ მამით, როგორც მთელი საქართველო ამაყობს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დააჯილდოვა. „მედალი მამაცობისთვის“ ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლეს დღეს გადასცა.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაარსებიდან 3 წელი მიულოცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა