ირაკლი კობახიძე - NDI-ის კვლევებს ჩვენ არასდროს ვეყრდნობით

NDI-ის კვლევებს ჩვენ არასდროს ვეყრდნობით, – ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „რეზიუმე“ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას აქვს შიდა კვლევები, რომლის მიხედვითაც კეთდება კონკრეტული პროგნოზები, ვინაიდან ის უფრო ახლოა იმ შედეგებთან, რომელიც არჩევნებზე ფიქსირდება. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კითხვები ჩნდება კვლევის დამკვეთ ორგანიზაციასთან მიმართებითაც.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები, რომელსაც ვეყრდნობით პროგნოზების გაკეთებისას. გარკვეული კითხვის ნიშნებია CRRC-ის მიმართ. ჩვენ არ ვცდებით ხოლმე ამ პროგნოზებში და შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩვენი წინასწარი პროგნოზები. არსებითად ემთხვევა იმ გადანაწილებას, რომელიც არის წარმოდგენილი არჩევნების შედეგებში.

NDI-ის კვლევებს ჩვენ არასდროს ვეყრდნობით. ჩვენ გვაქვს კვლევები, რომლებიც საბოლოო ჯამში ემთხვევა არჩევნების შედეგებს. როდესაც არჩევნებში იღებ 56%-ს, კვლევაში ეს მაჩვენებელი არ ფიქსირდება და ამას მარტივი ახსნა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს