ირაკლი კობახიძე - კანონი შრომის უსაფრთხოების თაობაზე არის საკმაოდ დახვეწილი და მნიშვნელოვანი კანონი, რომლის აღსრულება იწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მოგვიტანს

„ეს იყო ძალიან მძიმე სპეკულაცია და არასწორი ინტერპრეტაცია იმ დეპუტატების მხრიდან - ისე გამოიყვანეს, თითქოს, ოთხი მეშახტის დაღუპვა, პირველ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში, მე დავაბრალე ხელისუფლებას ზოგადად და კონკრეტულად წინა მთავრობის მეთაურს”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადიო „პალიტრის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სულ ორმა სუბიექტმა იკადრა ამის გაკეთება, ხელისუფლებისთვის ოთხი ადამიანის მკვლელობის დაბრალება. ეს იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ ფილარმონიაში და ეს იყო შემდეგ დავით ჭიჭინაძე. ეს არის ძალიან, არ ვიცი ამორალური დავარქვა თუ რა, ეს არის არასწორი ქმედება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიაზე მსჯელობის პროცესში, თავიდანვე იყო საუბარი იმაზე, რომ კრიტიკის საგანი გახდებოდა შრომის უსაფრთხოების საკითხები და მიწის თემა, თუმცა, მთავრობამ ბოლომდე მკაცრი პოზიცია დაიკავა.

„როცა მიდიოდა მსჯელობა, ორი საკითხი, ასე ვთქვათ, გაგვიჭედა ჩვენ მთავრობამ. ერთი იყო შრომის უსაფრთხოების საკითხები კონსტიტუციაში და მეორე იყო მიწის თემა. ნიშანდობლივია საკმაოდ ეს ყველაფერი. ჩვენ გვქონდა თავიდანვე საუბარი იმაზე, რომ ორივე გახდებოდა ძალიან მძიმე კრიტიკის საგანი და მათ შორის, ობიექტური კრიტიკის საგანი და ჩვენ ვამბობდით, რომ ამით პარლამენტს და კომისიას მიადგებოდა მძიმე ზიანი, თუმცა, მთავრობამ ბოლომდე მაინც დაიკავა თავისი ასეთი მკაცრი პოზიცია, შესაბამისად, პირველ ეტაპზე ჩვენ მოგვიწია გარკვეული კომპრომისული გზით წასვლა, რადგან ჩვენ რეალურად ბეწვის ხიდზე ვიარეთ, როცა ამ კონსტიტუციას ვიღებდით. ცალკე იყო ოპოზიციასთან ბრძოლა და მარგველაშვილთან და ა.შ. და ცალკე იყო მთავრობასთან ჭიდაობა, რომელიც გვჭირდებოდა ჩვენ იმისთვის, რომ დახვეწილი კონსტიტუცია მიგვეღო”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საბოლოოდ, მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება ისე, როგორც ეს იყო საჭირო.

„იყო, პირველი, ტაქტიკური გადაწყვეტილება ამ კომპრომისთან დაკავშირებით, საბოლოოდ ჩვენ, გავიხსენებ კიდევ ერთხელ, რომ კომპრომისზე აღარ წავედით ბოლოს, მთავარი რაც იყო, პრინციპული გადაწყვეტილება, ის ჩვენ მივიღეთ ისე, როგორც ეს იყო საჭირო. იყო გარკვეული ტაქტიკური გადაწყვეტილება კომპრომისული, რომელიც გარკვეულ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ და გახსოვთ რა პროცესები მოჰყვა ამას. ზუსტად ის ორი საკითხი გახდა პარლამენტსა და კომისიაზე დარტყმის საგანი, მათ შორის ფილარმონიის მოვლენები შეგიძლიათ გაიხსენოთ, რაც გაგვიჭედა მთავრობამ, ამის შემდეგ ჩვენ ვბრუნდებით მთავრობასთან და ვეუბნებით, რომ როგორც მიწის საკითხი, ასევე, შრომის უსაფრთხოების საკითხი, აუცილებლად სათანადოდ უნდა იყოს ასახული კონსტიტუციაში და უცბად მთავრობის ხელმძღვანელობიდან ჩვენ ვიღებთ საკმაოდ, ასე ვთქვათ, მარტივ პასუხს ამაზე, რომ კი ბატონო, ასახეთ. მე არ ვიცი, იქ რაღაც ეჭვები შეიძლება გაჩნდეს აღარ მინდა ძალიან გავაღრმავო ეს ეჭვები, თუმცა იყო ძალიან მძიმე პოზიცია, რომელიც მაშინ დაიკავა მთავრობის ხელმძღვანელობამ და მე ეს გავიხსენე”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, კონსტიტუციაში აისახა სათანადო ჩანაწერი, მოგვიანებით კი მიიღეს კანონი შრომის უსაფრთხოების თაობაზე, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მოიტანს. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყოველთვის სწორი პოზიცია ეკავა.

„ჩვენ არა მარტო კონსტიტუციაში ავსახეთ, სათანადო ჩანაწერი, მოგვიანებით მივიღეთ კანონი შრომის უსაფრთხოების თაობაზე და ეს არის საკმაოდ დახვეწილი და მნიშვნელოვანი კანონი, რომლის აღსრულება იწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მოგვიტანს ამ მიმართულებით. გასახსენებელი არის რატომ, იმიტომ, რომ ყველამ უნდა იცოდეს რეალურად ის, თუ რა იდგა კონკრეტული პროცესების უკან. მე ვარ ვალდებული, მათ შორის, დავიცვა პარლამენტის პრესტიჟი, პარლამენტს ადგება ხოლმე საკმაოდ ხშირად ზიანი, როდესაც ადამიანები იხსენებენ იმ პროცესებს, რომლებიც უკავშირდებოდა შრომის უსაფრთხოებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, იმის დაფიქსირება, რომ პარლამენტს ეკავა და მის უმრავლესობას, ლიდერებს, ხელმძღვანელობას, ეკავა ყოველთვის სწორი პოზიცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ პარლამენტის პრესტიჟი იყოს დაცული. რაც შეეხება ოთხი ადამიანის გარდაცვალებას და ტრაგიკულ დაღუპვას, ეს არ არის ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ბრალი. დღეს მოქმედებს უკვე კონსტიტუციის ჩანაწერი, შრომის უსაფრთხოების კანონი, ინსპექციაც ამოქმედდება, თუმცა ასეთი ტრაგიკული შემთხვევების აბსოლუტური პრევენციის გასაღები არ არის ამაში, არამედ სხვა ზომებში”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა