ქუთაისში უფასო კინოჩვენებები დაიწყო

ქუთაისის ისტორიულ ცენტრში, „მონ პლეზირის“ თაღთან დღეს უფასო კინოჩვენებების კვირეული გაიხსნა. ღია სივრცეში ნებისმიერ მსურველს ფართო ეკრანზე ქართული ფილმებისნახვის საშუალება ეძლევა. პროექტს ქუთაისის მერია აფინანსებს. კინოჩვენებები ქართული კინოს 110 წლის იუბილეს ეძღვნება.

„კინოჩვენებები სიმბოლურად ყოფილ კინოთეატრ "რადიუმის" სიახლოვეს მოეწყობა, სადაც 1912 წელს შედგა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" პრემიერა, რომელიც ქუთაისელმა კაცმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო. ასე რომ, ქართული კინოს ისტორია ნამდვილად ქუთაისიდან იწყება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა თამთა თურმანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა