ირაკლი კობახიძე - მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა, რომლის აღმოფხვრაზე პარლამენტი აქტიურად იმუშავებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ განცხადებებს არასწორ რიტორიკას უწოდებს. როგორც კობახიძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, გადაწყვეტილება შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ინსტიტუციის გაუქმებაზე საუბარი არასწორია.

„ეს არ არის სწორი რიტორიკა. საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს. შესაძლოა ესა თუ ის გადაწყვეტილება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ამის გამო საუბარი ინსტიტუტის გაუქმებაზე, ბუნებრივია არასწორია“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა, რომლის აღმოფხვრაზე პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. „ეს ქმნის სერიოზულ სამართლებრივ ვაკუუმს, საჭიროებს შევსებას და გზა უნდა იყოს მკაცრი რეგლამენტაცია. არსებული მოცემულობის ფარგლებში რისი შესაძლებლობაც გვაქვს, ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს მოხმარების და ფლობის მკაცრი რეგლამენტიაცია და ეს უნდა მოხდეს აუცილებლად კანონმდებლობის დონეზე. ჩვენ არ ვიზიარებდით იმ პოზიციას, რომელიც დაფიქსირდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომელიც ჩვენს კომპეტენციაში შედის. პარლამენტი ძალიან აქტიურად იმუშავებს აგვისტოში, რათა სექტემბერში აღმოვფხვრათ ის ვაკუუმი, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა