დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს - მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას!

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ნეშთების დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება მასთან ახალ შეხვედრას.

„მადლობა თავმჯდომარე კიმ ჩენ ინს იმისთვის, რომ მან შეასრულა სიტყვა და ჩვენი საყვარელი და დიდებული უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ნეშთების სამშობლოში დაბრუნების პროცესი წამოიწყო! არ მიკვირს, რომ თქვენ ასე მოიქეცით. გარდა ამისა, მადლობას გიხდით კარგი წერილისთვის - მოუთმენლად ველოდები უახლოეს დროში თქვენთან მორიგ შეხვედრას!“ - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

თვითმფრინავი კორეის ნახევარკუნძულზე ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ნეშთებით ჰავაის შტატში, აშშ-ს საჰაერო სამხედრო ძალების ბაზაზე გუშინ დაეშვა. ცერემონიაში მონაწილეობა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და ინდოეთის-წყნარი ოკეანის სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ფილიპ დევიდსონმა მიიღეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა