ზუგდიდში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს რეგიონებში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვებს აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს სამეგრელოს მოსახლეობა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე გაეცნო.

„კანონპროექტი მოსახლეობის ფიზიკური აქტივობასა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და სასპორტო განათლების მიმართულებებს და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც სპორტული აქტივობების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს რეგიონების მოსახლეობას, საჯარო განხილვების ფორმატში, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალ კანონპროექტს ვაცნობთ. კომიტეტის ინიციატივით, დოკუმენტის პარლამენტში წარდგენამდე სპორტის სფეროში ჩართული ადამიანებისგან მოსაზრებებს და წინადადებებს ვეცნობით, რათა შემდგომ მათი ასახვა მოხდეს პროექტში. რაც შეეხება ზოგადად სპორტს და მის მიმართ მიდგომებს, აღსანიშნავია, რომ სპორტის განვითარება და მასზე ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ აქტივობებს განსაკუთრებულად მივუდგეთ, რადგან სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. დღევანდელ საზოგადოებაში არაერთი გამოწვევა არსებობს, როგორიცაა სკოლებში ბულინგის თემა, ძალადობა, ნარკოპოლიტიკა. სახელმწიფო ცდილობს სხვადასხვა გზით წინ აღუდგეს არსებულ პრობლემებს და სწორედ ამ კუთხით, მიმაჩნია, რომ ახალგაზრდების სპორტში ჩართულობა და ფიზიკური აქტივობა, გამოწვევების დაძლევის საუკეთესო მიდგომაა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია და მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგია მიესალმნენ. ღონისძიება კანონპროექტის პრეზენტაციით გაგრძელდა. კომიტეტის და სამინისტროს წარმომადგენლებმა კანონპროექტის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ინფორმაცია წარმოადგინეს და საზოგადოების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობამ საფეხბურთო მინი მოედნების და სოფლებში სპორტული მცირე ზომის დარბაზების მშენებლობის საკითხზე, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე, სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებასა და მათ დაფინანსებაზე, რეგიონში მწვრთნელების ანაზღაურების საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს და სპორტის მიმართულებით რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო დისკუსიის ფარგლებში გამოთქმული წინადადებები და რეკომენდაციები ოქმის სახით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცემა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს