ფინკა ბანკის ვადიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

ფინკა ბანკი განაგრძობს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. საზაფხულო აქციის ფარგლებში, 2 აგვისტოდან საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ან გამოდმოიტანონ დეპოზიტი ფინკა ბანკში და მიიღონ მაღალი საპროცენტო სარგებელი.

ფიზიკური პირების მიერ ვადიან დეპოზიტზე თანხის 6 თვით განთავსების შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ დეპოზიტზე 9.5% (ეფექტური - 9.73 %), ხოლო 12 თვის შემთხვევაში - წლიური 11% (ეფექტური 11%).

დღეისათვის ფინკა ბანკის საპროცენტო განაკვეთები განსაკუთრებით მიმზიდველია იურიდიული პირებისთვისაც, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი იწყება 8,14%-დან (ეფექტური 8.94%), ხოლო მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 10,74 % -ით (ეფექტური 10.22%).

ფინკა ბანკი მომხმარებელს 6 ტიპის დეპოზიტს სთავაზობს, მათ შორის, ზრდადი, შემნახველი, საბავშვო და ანაბარი „მეტი სარგებელი“, რომელსაც მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.5% ერიცხება (ეფექტური 12.32%).

დეპოზიტის გახსნა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეს. მომხმარებელს შეუძლია გახსნას ერთი ან რამდენიმე დეპოზიტი მარტივად, სერვის ცენტრში ვიზიტისას, ასევე ვებ-გვერდიდან www.FINCA.ge

InterPressNews.Ge

წელს ფინკა საქართველოს ბაზარზე ყოფნის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და წლის ბოლომდე მრავალ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებლებს.

(R)

დიმიტრი შველიძე - ორიენტაციული არჩევნები გვაქვს, ან გაიმარჯვებენ მედასავლეთეები, ან პროჩრდილოელები, ან მედროვეები
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2020
კარლ ჰარცელი - სოფლად ორჯერ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ეს საკითხი მეტ ყურადღებას საჭიროებს  - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სოფლის განვითარებას
"სილქნეტი" მომხმარებელს 29 სექტემბერს მობილურ ქსელში დაფიქსირებული შეფერხების შესახებ ინფორმაციას აწვდის და შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის
"სილქნეტი" კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
წარმოების სრული ავტომატიზაცია - „გზაჯვარედინისა“ და BDO-ს პარტნიორობის წარმატებული ქეისი
ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს
ჰიუნდაი ავტო საქართველო საშემოდგომო ფასდაკლებების აქციას იწყებს
"მადლიერების ჩიტი" ბატონ ჯემალ ჭკუასელს