აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მოუწოდებს, რომ დროულად დაიწყონ საარჩევნო მიზნებისთვის განხორციელებული ხარჯის დეკლარირება საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით დადგენილი წესით, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

„მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის არჩევნებში, ცესკოში რეგისტრაციის გავლამდე დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს და დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს მზადყოფნას ნებისმიერი სახის დამატებითი კონსულტაციებისა და ტრეინინგების ჩასატარებლად, რათა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო