რძის ფერმის ეფექტიანი მართვის ტრენინგზე ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა და რძის სექტორში დაგეგმილი რეგულაციები განიხილეს

რძის ფერმის ეფექტიანი მართვის ტრენინგზე ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა და რძის სექტორში დაგეგმილი რეგულაციები განიხილეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან აცნობეს.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის და რძის სექტორში დაგეგმილის ახალი ცვლილების შესახებ, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - FAO იდენტიფიკაციის პროექტის ხელმძღვანელმა მიხეილ სოხაძემ, საქართველოში მერძეული მიმართულების ფერმის ეფექტიანი მართვის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ტრეინინგის ფარგლებში, ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია რძის სექტორში დაგეგმილი ცვლილების შესახებაც, რომლის თანახმადაც, 2019 წლის პირველი იანვრიდან რძის შემკრები და გადამამუშავებელი საწარმოები აღარ ჩაიბარებენ რძეს იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველებიც არაა იდენტიფიცირებული საყურე ნიშნებით. ტრეინინგზე ასევე განხილული იყო საკითხები როგორიცაა: თანამედროვე მერძეული ფერმის დაგეგმვა და მშენებლობა, საკვების დამზადება, ვეტერინარული საკითხები სარძეო ფერმებში, ჰოლშტეინის ჯიშის პირუტყვის შეძენისას-შერჩევის კრიტერიუმები, სარძეო ფერმის მართვა, ბიო რძის წარმოება.

ექვსი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია სპეციალისტებისგან, მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.

ტრენინგის მიზანია, აამაღლოს ადგილობრივი სპეციალისტებისა და ფერმერების კვალიფიკაციის დონე, მერძეულ მიმართულების ფერმებში არსებული, თანამედროვე მიდგომების შესახებ. ტრენინგზევე, ფერმერებს, მიეწოდათ ინფორმაცია ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებში, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიკაცია ხორციელდება.

იდენტიფიკაციის პროგრამა უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგს, გადაადგილებაზე ზედამხედველობას, ცხოველის და ცხოველური ნაწარმის მიკვლევადობას, რაც ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიაა.

იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს, თუმცა, პროგრამის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა 2016 წლიდან, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოების (ADA) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. განახლებული პროგრამის ფარგლებში, ქაღალდის ვეტერინარული ფორმები, სრულად ჩანაცვლდება ელექტრონული პროგრამით, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ვეტერინართა დროსა და ენერგიას, ასევე სახელწიფოს ხარჯებს.

ტრეინინგს ქართველი ფერმერებისთვის უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია ატარებს, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა