მატარებლის ბილეთების შეძენა „საქართველოს რკინიგზის“ აპლიკაციით იქნება შესაძლებელი

მომხმარებლებისთვის მატარებლის ბილეთების შეძენა „საქართველოს რკინიგზის“ აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, აპლიკაციის გადმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და მისი სახელია Georgian Railway Tickets.

„გამგზავრებამდე გამცილებლებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და QR კოდი უნდა წარუდგინოთ. App ბილეთების დაბრუნების საშუალებასაც იძლევა. სამენოვანი აპლიკაცია IOS, ANDROID და WINDOWS პლატფორმებზე არის მორგებული. გადმოტვირთე აპლიკაცია Georgian Railway Tickets და აირჩიე ყველაზე მარტივი გზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია