პრეზიდენტის ადმინისტრაცია - იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლის შეწყალების კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა

იუსტიციის სამინიტრომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლის შეწყალების კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების და პრობაციის მაშინდელი მინისტრის კახი კახიშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრისას გამოითქვა მზადყოფნა შეწყალების კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლის შეყვანის თაობაზე, თუმცა, სამთავრობო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შემდეგ, იუსტიციის სამინიტრომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და შეწყალების კომისიის წევრებს მიმდინარე წლის 19 აპრილს შეხვდა. სასჯელაღსრულების სამინისტრომ მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთო სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იმუშავებს, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესს გააუმჯობესებდა. ასევე აღნიშნა, რომ შეწყალების კომისია გაფართოვდება და მის მუშაობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთვება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა