პროექტის - „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ მონაწილეებს თემაზე: “მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა” ლექცია ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, პროექტის - „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ მონაწილეებს თემაზე: “მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა” ლექცია ჩაუტარდათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ლექციაზე მდგრადი განვითარების გარემოსდაცვით მიზნებსა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ლექციის მეორე ნაწილი თეორიულ ნაწილს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მდგრადი განვითარების კონცეფციის, გარემოსდაცვითი მიზნებისა და საქართველოში მათი განხორცილების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა სტუდენტებისთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებს უპასუხა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს