ილია მეორე მრევლს - უფალმა გაგაძლიეროთ, მოგცეთ მშვიდობა და ფიზიკური ძალა

უფალმა გაგაძლიეროთ და მოგცეთ მშვიდობა, - ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებისას. დღეს პატრიარქის ანგელოზის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა აღევლინა. პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ პატრიარქს სინოდის, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით დღევანდელი დღე მიულოცა. მილოცვის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა.

„მე დღეს ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ჩემი ნათლულები ძალიან ხმაურობენ, ამიტომ ვერ ვამბობ. წყალობა და მშვიდობა გქონდეთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით თქვენ და სრულიად საქართველოს. უფალმა გაგაძლიეროთ, მოგცეთ სულიერი მშვიდობა და ფიზიკური ძალა,“ - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა