საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნების რეიტინგში 18-ე ადგილზეა

„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნული რეიტინგი ევროპის პალატამ (European Chamber ) გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნებს არსებული ბიზნეს-გარემოს მიხედვით აფასებს. ქულები, რომლებიც ქვეყნებს ენიჭება, გამომდინარეობს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალების კორუფციის ინდექსის რეიტინგებიდან.

0-დან 100-მდე ქულა ენიჭება თითოეულ ქვეყანას, სადაც 0 ყველაზე ცუდ შედეგს წარმოადგენს, ხოლო 100 კი საუკეთესოს.

რეიტინგის ლიდერი 87 ქულით დანიაა, ხოლო საქართველოს კი 62 ქულა აქვს. სიაში ბოლო, 46-ე პოზიციაზეა უკრაინა.

ცნობისათვის, საქართველო 2017 წლის რეიტინგში მე-20 ადგილზე იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა