პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პოზიციას ამ ეტაპზე არ აფიქსირებს

ამ ეტაპზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პოზიციას ვერ დავაფიქსირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საკითხზე დეტალურად მსჯელობას არ აპირებს. შესაბამისად, კითხვაზე, ხომ არ აპირებს შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე, პრეზიდენტმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

„ბრიფინგზე არ განიხილება მსგავსი საკითხი. დისბალანსის პარალელურად, რაშიც იგულისხმება პოლიტიკურად მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, ამ საქმეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაერთო, თუმცა საკითხის განხილვას და დეტალურად მსჯელობას არ ვაპირებ ამ ეტაპზე და შემდეგში გადავხედავ საკითხს“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს