"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას შპს "სტადიონის" დირექტორმა უპასუხა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას შპს "სტადიონის" დირექტორმა უპასუხა.  “როგორც თქვენთვის არის ცნობილი, მიმდინარე წელს კანონმდებლობაში, კერძოდ, სამედიცინო რეგულაციებში ცვლილება განხორციელდა, რამაც რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტის აღნიშნულ კანონთან ადაპტირება მოითხოვა. მომზადდა ცვლილებების პროექტის ძირითადი ნაწილი (სამედიცინო აირებისა და ვენტილაციის მიმართულებით), რომელიც მოქმედ კანონს სრულად შეესაბამება. აღნიშნულმა პროცედურებმა სამედიცინო დაწესებულების მოწყობის ვადების მცირე ცვლილება განაპირობა, თუმცა პროექტი აქტიურად ხორციელდება და ამ დროისთვის შენობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა და დღემდე რაიმე სახის ცვლილება მშენებლობის ღირებულების ზრდის კუთხით არ განხორციელებულა“,-განაცხადა შპს "სტადიონის" დირექტორმა ზურა ჭურკვეიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია დიასამიძე აცხადებს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაში სავარაუდოდ კორუფციული ნიშნები იკვეთება. აქედან გამომდინარე, "ნაციონალურ მოძრაობას" აჭარის მთავრობასთან შეკითხვები აქვს.

„ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა აჭარის არ მთავრობის მიერ 2014 წელს დაანონსდა, რომელიც რეალურად დაიწყო 2016 წელს. აღნიშნულ მშენებლობას ახორციელებს შპს ,,სტადიონი“, ხოლო უშუალოდ აშენებს კომპანია ,,საბა კონსტრაქშენი“. ზედამხედველობას უწევს შპს ,,იოკო ჯგუფი“.

მშენებლობის ღირებულება შეადგენს 22 172 764 ლარს, ზედამხედველობის ღირებულება კი 494 999 ლარს. მშენებლობის დასრულების ვადა, მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდებოდა, რამდენჯერმე გადაიწია და დღესაც არ არის ცნობილი მისი დასრულების ვადა. ბოლო ვადა, რომელიც დასახელდა, ეს იყო 2018 წლის 31 აგვისტო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მაისის თვის ცვლილების შესაბამისად, შპს ,,სტადიონს“ საავადმყოფოს მშენებლობისთვის დამატებით გამოეყო 7.3 მილიონი ლარი. პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, რაც იწვევს ეჭვებს კორუფციასთან დაკავშირებით.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ჩვენ მოვითხოვთ აჭარის მთავრობისგან გაგვცენ პასუხი რამდენიმე კითხვაზე: რამდენად საჭირო იყო დამატებითი რგოლის გაჩენა შპს „სტადიონის“ სახით, მაშინ როდესაც შესყიდვა შეიძლება ეწარმოებინა უშუალოდ აჭარის მთავრობას და ხომ არ დგას ამის უკან ჩინოვნიკების ინტერესები? რატომ ვერ შეასრულა სამუშაოები დროულად კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ და სანქციები დაეკისრა მას ტენდერის პირობების დარღვევისათვის? რით არის განპირობებული მშენებლობის ღირებულების გაზრდა 7.3 მილიონი ლარით, ანუ მშენებლობის ღირებულების თითქმის 30 %–ით და ხომ არ იკვეთება აქ კორუფციული გარიგების ნიშნები? როდის წარმოადგენს აჭარის მთავრობა აღნიშნული საავადმყოფოს განვითარების ხედვას და კონცეფციას? რა თანხა უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან საავადმყოფოს აღჭურვაზე? როდის დასრულდება მშენებლობა და როდის გაიხსნება და დაიწყებს ფუნქციონირებას საავადმყოფო? აპირებს მთავრობა საავადმყოფოს გასხვისებას თუ თვითონ მართავს კლინიკას? აქვე გვექნება თხოვნა ანტიკორუფციულ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, გამომდინარე მრავალი ზემოთ ჩამოთვლილი რისკ–ფაქტორისა, შეისწავლოს აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებული კორუფციული რისკები",- განაცხადა გია დიასამიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა