საქალაქო სასამართლო გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 სექტემბერს გაიმართება. „ინტერპრესნიუსი“ საქალაქო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დააკმაყოფილა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და დაზარალებულ გ.ლ.-ს მიმართ, ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ.თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე გ.ლ. მგზავრობდა დ.ც.-ს მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით, ბრალდებულმა კუთვნილი ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე გააჩერა, გ.ლ. ძალის გამოყენებით, წაიყვანა გზის სავალი ნაწილიდან მოშორებით და დაუწყო ტანსაცმლის გახდა. გ.ლ.-ს წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ დ.ც.-მ ხელი ძლიერად ჩაარტყა სახის არეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. შემდეგ გ.ლ. კვლავ ძალის გამოყენებით მიიყვანა კუთვნილ ავტომანქანასთან, უკანა სალონში, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გახადა ტანსაცმელი და დაამყარა მასთან სქესობრივი ურთიერთობა.

ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლო განხილვა აღნიშნულ საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძვლები. კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის მაღალი რისკების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე- პატიმრობა განუსაზღვრა“,-ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2019
ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო
ლუდი „სტაროპრამენის“ სიურპრიზები სმეგ მაცივრის გათამაშებით გრძელდება