გიორგი ქობულია ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შეხვდა

„კერძო სექტორთან შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც ვაპირებ, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, რა აწუხებს კერძო სექტორს, რა პრობლემები აქვთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ამ პრობლემების გადაჭრაში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს ბანკების ასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა პირებმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენელთა შეხვედრაზე განხილული იყო სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში არსებული აქტუალური თემები და საკითხები, მათ შორის: შრომის უსაფრთხოება, საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, აგროსექტორის განვითარების საკითხები და ა.შ.

„დღეს შეხვედრა გვქონდა ბიზნესასოციაციებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ფლობენ ინფორმაციას აღნიშნულ გაერთიანებებში არსებული ბიზნესების პრობლემებთან დაკავშირებით. თითოეული ასოციაციის ხელმძღვანელს ვთხოვე, ჩემთვის გაეზიარებინა ის საკითხები და ის კითხვები დაესვა, რომლებიც მათ აწუხებთ. გავიარეთ ყველა ასოციაციის საკითხები, გვქონდა დისკუსია სხვადასხვა თემებზე, და პრინციპში, ეს ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო