ეკონომიკის მინისტრი - შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ისეთ ზომებს მივიღებთ, რომ კანონის აღსრულება ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი არ გახდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, შრომის უსაფრთხოება უაზრო შემოწმებების მიზეზი არ უნდა გახდეს. ამის შესახებ მინისტრმა გუშინ, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ქობულიას თქმით, შრომის უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი საკითხი, რითაც ბიზნესი დაინტერესდა.

"შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომებს, რომ ამ კანონის აღსრულება არ გახდეს ბიზნესებისთვის მძიმე ტვირთი. ჩვენ აბსოლუტური გარანტია უნდა გვქონდეს, რომ ეს არ გახდება კორუფციის წყარო და ბიზნესების შეწუხების ბერკეტი. ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრები ვიქნებით. შრომის უსაფრთხოება არ უნდა გახდეს უაზრო შემოწმებების მიზეზი და ბერკეტი. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც ბიზნესმენებს აწუხებდათ", - განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე უნდა იქნას მიღებული ოპტიმალური გადაწყვეტილება და სამინისტრო პარლამენტთან დისკუსიებს მართავს.

"ჩვენ ამ საკითხზე პარლამენტთან გვაქვს დისკუსია. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების პრობლემა მძიმე ინდუსტრიებში და ეს სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება. ამიტომ უნდა მივიღოთ ზომები, რომ შევამციროთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევები, თუმცა ჩვენ არ უნდა გავავრცელოთ ეს ზომები იმ სექტორებისთვის, სადაც შემთხვევები პრაქტიკულად არ ხდება. არ უნდა შევაწუხოთ ის სექტორები, რომლებიც ამასთან არაფერ შუაში არ არიან", - აღნიშნა ქობულიამ.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა