ამერიკელმა სენატორებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი წარმოადგინეს

„რესპუბლიკელი“ და „დემოკრატი“ სენატორების ჯგუფმა ახალი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც რუსეთისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხთან დაკავშირებით, ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„სანქციების მიმდინარე რეჟიმმა ვერ შეაკავა რუსეთი 2018 წლის შუალედურ არჩევნებში ჩარევისგან“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.

დემოკრატი სენატორის ბობ მენენდეზის განცხადებით, ადმინისტრაცია ბოლომდე არ არის ერთგული ამ სანქციების. „ეს კანონპროექტი კიდევ ერთი ნაბიჯია კრემლთან ურთიერთობაში, რათა პუტინი საბოლოოდ მიხვდეს, რომ აშშ მის საქციელს აღარ მოითმენს“, - განაცხადა სენატორმა.

კანონპროექტი შეიცავს შეზღუდვას რუსეთის ახალ ოპერაციებზე სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით, ენერგეტიკულ პროექტებზე, რუსული ურანის იმპორტზე, ასევე ახალ სანქციებს რუს პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა