ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 აგვისტოს 14:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნატახტრის, მისაქციელისა და ახალუბნის 14 აბონენტს შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯია“-დან აცნობეს, 11:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 301 აბონენტს სოფლებში - არღუნი, ტონჩა, ჯავახიანთკარი, ვეძათხევი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.