ლიეტუვა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ პირებზე შეზღუდვებს აწესებს

ლიეტუვა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ პირებზე შეზღუდვებს აწესებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მან მიმართა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს, რათა ლიეტუვის რესპუბლიკამ ზემოაღნიშნულ სიაში დაფიქსირებულ პირებზე შეზღუდვები გაავრცელოს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საუბარია პირებზე, რომლებიც მონაწილებდნენ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2018 აგვისტოში სრულდება 10 წელი რუსეთის აგრესიიდან საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა და საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.

განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს, ხოლო ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებს ხელს უშლიან სამართლის დადგენაში. ასევე აღინიშნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა გატაცებების, მკვლელობების და ადამიანის უფლებები დარღევევის ფაქტები საეთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასებულია, როგორც ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ნორმათა დარღვევად. განცხადების თანახმად, ლიეტუვა ყოველთვის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ ამ უკანასკნელმა შექმნას ყველა სათანადო პირობა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და ყველა არასამართლებრივი ქმედების აღმოსაფხვრელად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა