არასამთავრობოებიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები 8 აგვისტოს გაიმართება

8 აგვისტოს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები გაიმართება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, არჩევნები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8. არჩევნების ჩატარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაბამისი ფართით და სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

„საბჭოს წევრთა არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (მათ შორის, საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ს), რომლებმაც ამ მიზნით წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია. ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ერთ წარმომადგენელს.

ხმის მისაცემად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი/მოწმობა.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1RZ3bJlbqrK0PVBaSLkZbhanA9m5ujUIiE6vTmKrs2_8/viewform?c=0&w;=1

არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ხმის მისაცემად გამოცხადდება არასამთავრობო ორგანიზაციების წინასწარ რეგისტრირებული არანაკლებ 3 წარმომადგენელი.

არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრის გზით. არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.

არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმით.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საბჭოს წევრად აირჩევა 1 წლის ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა