ირაკლი შოთაძე - ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან

ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან, - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

სერგი კაპანაძემ ყოფილ მთავარ პროკურორს იმის თაობაზე დაუსვა შეკითხვა, შესრულებულად თვლის თუ არა იგი მის მიერ გაცემულ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ არ იქნა ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებები.

„საქმის მასალებით დგინდება, რომ არ იქნა ამოღებული მირზა სუბელიანის შვილის ტელეფონი, არ იქნა ამოღებული მიმოწერა, არ იქნა გაჩხრეკილი სახლი, სუბელიანი არ იქნა დაკითხული, სუბელიანის მეუღლე არ იქნა დაკითხული, მ.კ.-ს სახლი არ იქნა გაჩხრეკილი, მისი ტანსაცმელი არ იქნა ამოღებული, მისი მიმოწერა არ იქნა ამოღებული და ა.შ. ფაქტია, რომ არ განხორციელებულა ეს 10-12 მოქმედება. თქვენ რომ დავალება გაეცით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ყოფილიყო ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა კავშირი ჰქონდათ მომხდართან თქვენი თანამშრომლის (მირზა სუბელიანის) შვილსა და მის ნათესავს, ამ გადასახედიდან როგორ თვლით, შესრულდა თქვენი დავალება თუ არა?“ - ამ კითხვით მიმართა კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ირაკლი შოთაძეს.

შოთაძემ, თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ის დავალებას შესრულებულად მიიჩნევს.

„მე ვთვლი, რომ მივიღე სრული ინფორმაცია მკვლელობაში მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, ჩემი დავალება შესრულებულია, მე რაც მაინტერესებდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშრებით, ეს გავიგე. ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა რა ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა