„ვითიბი ბანკმა“ ხილის გადამამუშავებელი და ნატურალური წვენების მწარმოებელი ახალი ქარხნის გახსნა დააფინანსა

„ვითიბი ბანკმა“ შპს „აჩინებულის“ ხილის გადამამუშავებელი და ნატურალური წვენების მწარმოებელი ქარხნის გახსნა 1 170 000 ლარით დააფინანსა.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხიდან, 970 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაიცა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 2,5 მილიონი ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საწარმო, კახეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, წელიწადის განმავლობაში, 500 000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის ნატურალური წვენის წარმოებაა დაგეგმილი.

„პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავალოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად, 8-10 ადამიანი ემატება.

„ვითიბი ბანკის“ მიერ წლის დასაწყისიდან, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 132 კრედიტი გაიცა საერთო თანხით 11,8 მილიონი ლარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო