გიორგი გახარია - ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა კომისიის დაწყების შემდგომ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს

სხვა მშობლებში ბევრად უფრო გავლენიანი ხალხი ვიცი, ვიდრე მირზა სუბელიანია, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, არის თუ არა დასაწყები გამოძიება იმის დასადგენად, მირზა სუბელიანი იყენებდა თუ არა პირად ნაცნობობას და სამსახურებრივ მდგომარეობას გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ საქმის მთავარმა გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ არ იცნობდა მირზა სუბელიანს, მაშინ როდესაც, აღმოჩნდა, იმ დროისთვის 12 სატელეფონო საუბარი ჰქონდათ განხორციელებული სუბელიანთან.

გიორგი გახარია არ თვლის, რომ შს სამინისტროს გამომძიებელმა კომისია მოატყუა.

„ეს არის თქვენი ამოცანა და ჩვენ ველოდებით თქვენი კომისიის რეკომენდაციას და დასკვნას. თქვენ შეიქმენით იმისთვის, რომ დაადგინოთ, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი - ეს ერთი. მეორე, თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ახლა ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება. ამიტომ ხართ თქვენ შექმნილები და ნება იბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, ის დაკავებულია და მასთან მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. გამოძიება გრძელდება, თუ გამოვლინდა გამოძიების პროცესში ის ფაქტები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაწყებულია და თქვენ არ დაგიწყიათ ეს და ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა თქვენი კომისიის დაწყების შემდგომ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი მანდ არ ყოფილა. თქვენს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ნუ ანაწილებთ სხვაზე. თქვენ ხომ გინდოდათ ეს კომისია, ამიტომ შეიქმენით, ეს არის თქვენი მანდატი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ კომისია გამოძიების ჩიხში შესვლის გამო შეიქმნა.

„ეს კომისია ჩვენ კი არ გვინდოდა, ეს კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ ჩიხში შევიდა გამოძიება და ქუჩაში იდგა ხალხი და პოლიტიკური კრიზისი იყო. რაც შეეხება სხვა მშობლებს, რა შუაში არიან? იმ სხვა მშობლებში რომელიმე პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირი იყო?! რომელიმე პოტენციური ეჭვმიტანილის მშობელზე თუ ვკითხავდით [ფიფიას], კონტაქტი თუ გქონიათ და იცნობთ თუ არა და მოგვატყუებდა, ესეც სიცრუე იქნებოდა. მაგრამ აქ კითხვა რაში მდგომარეობს იცით? - თქვენ სიცრუედ არ მიგაჩნიათ, როცა კომისიაზე საკვანძო გამომძიებელს ეკითხები, იცნობდი თუ არა სუბელიანსო და  მას ავიწყდება, რომ ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა სუბელიანთან და ამბობს, საერთოდ არ ვიცნობდიო“, - განაცხადა ბოკერიამ.

„როდესაც უსვამთ შეკითხვას იცნობდით თუ არა, იმ დღეს შეეძლო გაეცნო ყველა სხვა მშობელიც. რაც შეეხება მირზა სუბელიანის გავლენას, მე სხვა მშობლებში იქ ბევრად უფრო გავლენიანი ხალხი ვიცი, თქვენ თუ არ იცით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ, რაზეც ბოკერიამ მოუწოდა, თუ ასეა, თქვას და დასაჯოს, თუ ვინმე ერეოდა გამოძიების საქმიანობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა