გიორგი გახარია ოპოზიციას - მირზა სუბელიანის გავლენას რაც შეეხება, მე სხვა მშობლებში ბევრად უფრო გავლენიანი ხალხი ვიცი, თქვენ თუ არ იცით

შს მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში, მშობლებს შორის მირზა სუბელიანზე ბევრად გავლენიანი ხალხია.

“რაც შეეხება მირზა სუბელიანის გავლენას, მე სხვა მშობლებში ბევრად უფრო გავლენიანი ხალხი ვიცი, თქვენ თუ არ იცით! ვიცი, ბევრად უფრო გავლენიანი ხალხი“, - ასე უპასუხა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კომისიის ოპოზიციონერ წევრებს.

მინისტრის მოსმენის დროს კამათის საგანი გახდა გამოძიების პროცესში მირზა სუბელიანის ფიგურა, მის გავლენა და როლი, რაზეც შესაბამისი კითხვებით “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გახარიას მიმართეს.

“თქვით ვინ არიან და თუ გავლენიანი ხალხია, დასაჯეთ მერე. თუკი ვინმე გამოძიებაში ერეოდა, ცდილობდა გავლენის მოხდენას და შედეგს მიაღწია, მაშინ ეს უნდა იყოს გამოძიებული და ეს ხალხი უნდა დაისაჯოს - რად უნდა ამას ლაპარაკი!“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას პასუხად.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს