გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმის ფიგურანტების მიმოწერის ამოსაღებად facebook-ს მოთხოვნას გაუგზავნის

შინაგან საქმეთა მინისტრი ხორავას ქუჩის საქმის ფიგურანტების facebook მიმოწერების ამოღებას აპირებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად განაცხადა, ჩანაწერების ამოსაღებად facebook-ს მოთხოვნას დღეს გაუგზავნის.

„აპირებთ თუ არა ახლა facebook-ს გაუგზავნოთ მოთხოვნა, რომ სცადოთ იმ ჩანაწერების ამოღება, რომლებიც შესაძლოა წაშლილია? არც გაფასებთ, არც ბრალდებას გიყენებთ, უბრალოდ გვიპასუხეთ. აქამდე რომ არ გააკეთეთ, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ეს ვიცით,“ - ამ კითხვით მიმართა კომისიის წევრმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს.

გიორგი გახარიამ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მოთხოვნას დღესვე გაგზავნის და ასევე დასძინა, რომ ამისთვის მას 2 წუთი დასჭირდება.

„დღესვე გავაგზავნი და იქიდან მოცემულ ინფორმაციას, როგორც კი მივიღებთ იმ წუთში გადმოგიგზავნით, ბატონო გიგა“, - მიმართა გიორგი გახარიამ ბოკერიას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს