გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სია გამოგიგზავნეთ, კომისიაზე დაიბარეთ პირები, რომლებიც საერთოდ პროცესშიც არ იყვნენ ჩართულები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კომისიის წევრებს კითხვით მიმართა და სხდომებზე გამოკითხული შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების შესახებ ისაუბრა.

„შეკითხვა მაქვს თქვენთან: კომისიის მუშაობაზე მოახდინა თუ არა გავლენა იმან, რომ საქმის ოფიციალური გამომძიებლებიდან, რომლებიც იყვნენ: ბატონი ფიფია, ბატონი ხუფენია, ბატონი ცაგურია, ბატონი ნათელაშვილი, ბატონი ჟამერაშვილი, თქვენ დაუძახეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს. ჩამოთვლილი ადამიანები არიან ოფიციალური გამომძიებლები ამ საქმის. თქვენ ამ ადამიანებიდან დაუძახეთ მხოლოდ და მხოლოდ ფიფიას და მოიყვანეთ 2 სხვა გამომძიებელი, რომლებიც სერტიფიცირებულებიც კი არ იყვნენ არასრულეწლოვანთა საქმეების გამოძიებაში. ასე თუ გავაგრძელებთ, შესაძლებელია კომისიის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს მალე.

ჩემი უწყების ტემპერატურას და მდგომარეობას მე როგორმე შევაფასებ ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ კომისიას დაასრულებთ და არა ახლა, ასეთი დისკუსიის რეჟიმში“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საქმეს ჰყავს 5 ოფიციალური გამომძიებელი და კომისია ამ ხალხიდან ეძახის მხოლოდ და მხოლოდ ერთს და კიდევ 2 ადამიანს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით სერტიფიცირებულიც არ იყვნენ, გამოძიებაში მონაწილეობაც არ მიუღიათ და მხოლოდ საკოორდინაციო ფუნქციას ასრულებდნენ.

„ამის შემდგომ სხვებსაც იბარებთ, რომლებიც საერთოდ პროცესშიც არ იყვნენ ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ სია გამოგიგზავნეთ ძალიან დიდი, თქვენივე თხოვნით. იმ გამომძიებლებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჰქონდათ 30 დღე, რომ ეს უმძიმესი საქმე გამოეძიებინათ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნულ კომენტარს შს სამინისტრო ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა