გიორგი გახარია - თუ ასე გააგრძელეთ, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია შეიძლება დაგვჭირდეს

თუ ასე გააგრძელეთ, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია შეიძლება დაგვჭირდეს, - აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

როგორც ამ კონტექსტში მინისტრმა აღნიშნა, საქმის ოფიციალური გამომძიებლები არიან შს წარმომადგენლები: - ფიფია, ხუფენია, ცაგურია, ნათელაშვილი, ჟამერაშვილი და მათგან კომისიამ მხოლოდ ერთი გამომძიებელი - ირაკლი ფიფია დაიბარა. გახარიამ აქვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო კომისიამ განმარტების მისაღებად ორი ისეთი გამომძიებელი მოიყვანა, რომლებიც არასრულწლოვანთა საქმეების გამოძიებაში სერთიფიცირებული არ არიან და პროცესში საერთოდ არ იყვნენ ჩართული. შს მინისტრმა ისიც იკითხა, თუ რატომ დაიბარა კომისიამ კახა სირაძე და იოსებ სიგუა.

შს მინისტრის პასუხად კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის სხდომაზე ყველა ის ადამიანი მიიყვანეს, ვინც საქმის მასალებიდან გამომდინარე საქმესთან ყველაზე მეტ შემხებლობაში იყო. კაპანაძემ მინისტრს სთხოვა დაკონკრეტება, თუ ვინ არიან ის პირები, ვინც შეიძლება საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს და კომისიას არ დაუბარებია.

“ირაკლი ფიფია დავიბართ იქედან გამომდინარე, რომ ის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, რომელშიც ნამდვილად ბევრი დეტექტივი იყო. შემდეგ ვერტიკალზე ზემოთ ის ხელმძღვანელი პირები დავიბარეთ, რომლებიც კონკრეტულ განყოფილებას, სამმართველოს და ზედა ორგანოებს ხელმძღვანელობდნენ. ამიტომ არავისგან არ მივიღებ, რომ კომისიაში ადამიანები არასწორად დავიბარეთ - ჩვენ ყველა ის ადამიანი დავიბარეთ, ვინც საქმესთან მაქსიმალურ შემხებლობაში იყო. თუ თქვენ გვეუბნებით, რომ ჟამერაშვილს ან ნათელაშვილს რაიმე ისეთი ინფორმაციია გააჩნიათ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება და მათ არდაბარებამ ჩვენს მუშაობაზე შეიძლება იქონიოს გავლენა, ამ ინფორმაციას ნამდვილად ცნობად მივიღებთ და გამოვიყენებთ. კარგად დამიკონკრეტეთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც უნდა დაგვებარებია, ვინც შეიძლება მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და ჩვენ არ დავიბარეთ. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენ უწყების შიგნით გეუბნებიან, რომ აი ის, რაც საზოგადოებამ ნახა და რა კატასტროფაც გამოჩნდა, იმიტომ მოხდა, რომ კომისიაში არასწორ ხალხს იბარებენ“, - განაცხადა კაპანაძემ გახარიას პასუხად.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს.

იხილეთ ვიდეო: შს მინისტრი პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აკრიტიკებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა