გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 6 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 11:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდება 1074 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისძირი, მუხრანი, ძველი ქანდა, პატარა ქანდა, ქსანი და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 18:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება 143 აბონენტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყანობი, კობი, ალმასიანი, უხათი.

11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება 124 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი.

11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება 301 აბონენტს სოფლებში: არღუნი, ტონჩა, ჯავახიანთკარი, ვეძათხევი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება 224 აბონენტს სოფლებში: ქუმლისციხე, სეთურნი, სოკურიანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს