ფოთის „კოლხეთი 1913“-ის გულშემატკივრები ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ

ფოთში „კოლხეთი 1913“-ის გულშემატკივრებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილიგადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ. მათი თქმით, სფფ-ის სამართლიანი თამაშის კომიტეტმა ფოთის ,,კოლხეთი“ გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა, რის გამოც გუნდს 6 ქულა დააკლო, 5 ფეხბურთელს კი 6-6 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

მათივე განცხადებით, ამ ქულების დაკლებით გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დადგა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ლევან კობიაშვილს ,,კოლხეთი 1913“-ის გულშემატკივრები მივმართავთ თხოვნით, რომ გადაიხედოს სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც გუნდისთვის დაკლებულ 6 ქულას ეხება. სხვა გადაწყვეტილებებში გულშემატკივრები ვეთანხმებით. გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის და ამდენი დაკლებული ქულის შემდეგ „კოლხეთი 1913“ უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილს იკავებს და გავარდნის საშიშროების წინაშე დგას. იმედს ვიტოვებთ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ,,კოლხეთი 1913“-ის გულშემატკივარმა გიგა ზარქუამ.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში