სამგორში ორი ახალი სპორტული მოედანი ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას დამატებით, ორ მისამართზე ახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, სადგურ ლილოში ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. „450 კვ.მ ფართობის მოედანთან, სხვა შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად, გარე განათების ქსელიც დამონტაჟდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 68 060 ლარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მერიის ცნობით, ახალი სპორტული მოედანი ეწყობა ქვემო სამგორშიც, კერძოდ, ქინძმარაულის შესახვევში, N1 კორპუსის მიმდებარედ განთავსებული მოედანიც 450 კვ.მ ფართობის იქნება. პროექტის ღირებულება 50 000 ლარია.

„ქინძმარაულის შესახვევში მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, 12 ახალი სპორტული მოედნის მოწყობა უკვე დაასრულა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს