საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ესწრებოდა. იანოშ ჰერმანმა შალვა თადუმაძეს მთავარ პროკურორად არჩევა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის და საქართველოს პროკურატურის საერთო პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მთავარმა პროკურორმა ევროკავშირის ელჩს უწყებაში განსახორციელებელი გეგმები გააცნო. შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და მხარდაჭერისთვის იანოშ ჰერმანს მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს მთავარმა პროკურორმა და ევროკავშირის ელჩმა თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მომავალში მისი კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა