ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უკრაინელი ჟურნალისტები ესტუმრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დღეს, უკრაინელი ჟურნალისტები ესტუმრნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს,

უწყებას საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი, ტატიანა კოვპაკი უკრაინული, დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის, ‘’ICTV’’-სა და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის, UATV-ის, რომელიც უკრაინულ, რუსულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე მაუწყებლობს, კორესპონდენტებთან, ტარას კორნიუკთან, ევგენი ზადოიასთან და იულია ბოჟკოსთან ერთად ესტუმრა.

საელჩოს თხოვნით, უწყების დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ უკრაინელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. საუბარი შეეხო ვეტერანების მდგომარეობას საქართველოში, საშეღავათო სისტემას, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რომლებსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებს. ისაუბრეს ’’ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ’’ კანონში ხარვეზებზე, რაც ჯერ კიდევ აღმოსაფხვრელია; ვეტერანების პოსტტრავმული სინდრომის ფსიქორეაბილიტაციის პრობლემებზე, რომლებიც როგორც უწყების, ასევე ქვეყნისთვის, დღესდღეობით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

საუბარი, ასევე, შეეხო ვეტერანთა ჰოსპიტლისა და ვეტერანთა სარეაბილიტაციო ცენტრების მნიშვნელოვან პროექტსაც, რომლის განსახორციელებლადაც სპონსორების მოსაზიდად, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც ტატიანა კოვპაკმა განაცხადა, უკრაინასა და საქართველოს ერთანირი გამოწვევები აქვთ და ამიტომ ესმით ასე კარგად ერთმანეთის. ‘’ჩვენს ქვეყნებს საერთო სატკივარი და ერთნაირი გამოწვევები აქვთ, ამიტომაც გვესმის ასე კარგად ერთმანეთის, ამიტომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი თქვენი გამოცდილების გაზიარება. ქართველები ძალიან მიყვარს. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. მიხარია თქვენი წარმატებები, მტკივა თქვენი სატკივარი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ და კიდევ უფრო მეტს ვგეგმავთ. მადლობა გულთბილი მიღებისა და საინტერესო საუბრისთვის“, - განაცხადა ტატიანა კოვპაკმა.

ვლადიმერ იმნაძემ სტუმარ ჟურნალისტებს სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო ტატიანა კოვპაკს, საჩუქრებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვიმპელი გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო