მიხეილ რამიშვილი - ძალიან დიდ ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ჩვენი საკასაციო სარჩელი, მეორე დღესვე კი ძალიან უსაფუძვლო არგუმენტაციით ნინო გვენეტაძე გადადგა

პარალელურ რეჟიმში მოხდა საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმა და მეორე დღესვე ნინო გვენეტაძის გადადგომა, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის წინააღმდეგი იქნებოდა, თუმცა, ის სავარაუდოდ უმცირესობაში იყო. „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთი უტყუარი ფაქტი დადასტურდა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. არ არსებობს სასამართლო“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საკასაციო საჩივარი, პარალელურ რეჟიმში, მეორე დღესვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა. „ის ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ჩვენი საკასაციო სარჩელი, პარალელურ რეჟიმში მეორე დღესვე ძალიან უსაფუძვლო არგუმენტაციით ნინო გვენეტაძე გადადგა, ძალიან დიდ ეჭვს ბადებს. ნინო გვენეტაძე სრულად ჯანმრთელია“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

იხილეთ ვიდეო: "უზენაესი სასამართლოთი დადასტურდა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს, საქართველოში არ არსებობს სასამართლო" - მიხეილ რამიშვილი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო