მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს, ასევე, საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გაიგზავნება

მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძრისას ჩვილი გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მადლობის სიგელი გადასცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრე შუკვანს ფულადი ჯილდოც გადაეცემა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გაგზავნის. მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი შეხვდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს