გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ტრამპთან ურთიერთობებში ერთ-ერთ სირთულეს მისი გამონათქვამების ცვალებადობა წარმოადგენს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი მიიჩნევს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობებში ერთ-ერთ სირთულეს მისი გამონათქვამების ცვალებადობა წარმოადგენს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაზეთ Kölner Stadt-Anzeiger-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ოდესმე ერთდროულად მოიხსენიებდა რუსეთს, ჩინეთსა და ევროკავშირს მოწინააღმდეგედ“, - განაცხადა ჰაიკო მაასმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ახალ პრობლემებს ქმნის, თვითონ ტრამპი არ არის ევროკავშირის ყველაზე მთავარი პრობლემა.

„უამრავი კონფლიქტია, რის გამოც ჩვენ აშშ გვჭირდება - სირია, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი, უკრაინა. ამ კონტექსტში ჩვენ გვჭირდება აშშ, ისევე როგორც რუსეთი“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა