ეკა ბესელია გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გერმანიაში ვიზიტით იმყოფება, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას იღებს ქალაქ ფრაიბურგის მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში მიმდინარე კონფერენციაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციის თემაა - „სისხლის სამართლის რეფორმები პოსტსაბჭოთა საქართველოში და უკრაინაში. საქართველოსა და უკრაინის კანონმდებლობების ჰარმონიზაცია ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან“.

კონფერენცია გახსნა და ღონისძიებას მასპინძლობს მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორ ჰანს იორგ ალბრეხტი, ხოლო მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მიმართა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა და საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულ პროფესორებს შორისაა პროფესორი გიორგი ღლონტი, რომელიც სპეციალური მოხსნებით გამოვიდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციის მსვლელობისას განხილული იყო ასევე სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, სამართალწარმოების ტრანსფორმაცია საქართველოში და სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ტენდენციები. დაგეგმილია სამართლებრივი ანალიზის მიმოხილვა საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და გერმანიის მაგალითზე.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ქართულ მხარესა და მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის იგეგმება თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

ცნობისთვის, ეკა ბესელიას ორგანიზებით, მაქს პლანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსში 2016 წელს შეტანილი ცვლილებები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს