ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 12 ადამიანი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ჩანჩქერივით მდიოდა სისხლი, უცებ დაბნელდა... დაღუპული მძღოლის შვილია" - რას ყვებიან ავტობუსის მგზავრები, რომელიც სოფელ ფერმასთან ტრაილერს შეეჯახა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა