მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მათ სახელმწიფო სამსახურებმა სტრასბურგში გამგზავრებაში ხელი შეუშალეს

პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მათ სახელმწიფო სამსახურებმა სტრასბურგში გამგზავრებაში ხელი შეუშალეს და გერმანიაში შესვლისას მაჩალიკაშვილის დაკავება იგეგმებოდა.

როგორც მაჩალიკაშვილი და სარალიძე აცხადებენ, გერმანიაში, მას შემდეგ რაც ისინი ელისო კილაძესთან ერთად საზღვარს გადაკვეთდნენ, სავარაუდოდ, მაჩალიკაშვილის დაკავება იგეგმებოდა.

„ხელისუფლებას ეშინია, რომ ეს გაუხსნელი საქმეები ევროპაში არ გავიტანოთ. ამისთვის კეთდება ყველაფერი, რომ არ გაგვიშვან და არ ვთქვათ ჩვენი სიმართლე საზღვრებს მიღმა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ წავიდე სტრასბურგში და ჩემი სიმართლე დავამტკიცო. ვიყავი დაკავებისთვის განწირული. მერე ალბათ, მთელ ევროპას მოედებოდა ხმა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში არის ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეექმნებოდათ პრობლემები. ამ ყველაფერს ახსნა არ აქვს, გაოგნებული ვარ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთან, ზაზა სარალიძის თქმით, ხელისუფლებამ სპეციალურად გადადგა ნაბიჯი იმისთვის, რომ მათი გამგზავრებისთვის ხელი შეეშალათ.

„ბატონი მალხაზი კი, სავარაუდოდ, პირდაპირ დაასახელეს ტერიტორისტად, თუმცა სამი მივემგზავრებოდით და ზუსტად არ ვიცი, რომელს გვაცხადებენ ტერორისტად. ამას აუცილებლად დავადგენთ. თუ ბატონი მალხაზი დაადანაშაულეს ტერორიზმში, ესე იგი, მე და ელისო კილაძე ვართ ხელის შემწყობი, გამოდის, რომ ტერორისტები ვართ ჩვენ. მიზეზი იყო ჩვენი ნეიტრალიზება, რომ საქმეები საზღვარგარეთ ვერ გავიტანოთ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 აგვისტოს, სტრასბურგში, ევროპელ ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან შესახვედრად გამგზავრებას გეგმავდნენ, რათა მათთვის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალები გაეცნოთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა