ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 13 ადამიანი. დაშავებულებიდან 6 ბავშვია.

თვითმხილველების ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.

დაშავებულების ნაწილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ნაწილი კი, მცხეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2019
თათული ზაკალაშვილი - „ჰოთსეილი“ კონცეფციას იცვლის