დიმიტრი ცქიტიშვილი - დღეს, მეტ-ნაკლებად გვაქვს სრული სურათი, რომ დასკვნები გავაკეთოთ და საგამოძიებო კომისია გარკვეული მოსაზრებებით წარსდგეს

დღეს მეტ-ნაკლებად გვაქვს სრული სურათი იმისთვის, რომ ანალიზი, დასკვნები გავაკეთოთ და საბოლოო ჯამში, საზოგადოების წინაშე კომისია გარკვეული მოსაზრებებით წარსდგეს,

- ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა. საგამოძიებო კომისიამ გუშინ 4 არასრულწლოვანი გამოკითხა. კომისიის წვერების ინფორმაციით, ამით არასრულწლოვნების გამოკითხვა პრაქტიკულად დასრულდა.

კითხვაზე, რჩებათ თუ არა შთაბეჭდილება კომისიის წევრებს, რომ არასრულწლოვნების ნაწილი კომისიას ინფორმაციებს განგებ უმალავს და არ აწვდის, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი მისგან სწორი არ იქნება, რადგან ეს მისი სუბიექტური აზრი იქნება.

„განგებ არ მიაწოდეს, მიაწოდეს, თავი შეიკავეს თუ გაიხსენეს, ეს ძალიან პირობითი ცნებებია. ამიტომ ამას მე ვერ დავაკონკრეტებ. ეს ჩემი სუბიექტური შეფასებებია რაც არ იქნება სწორი რომ გავახმაურო. მე შეიძლება ერთი ემოცია მქონდეს, მაგრამ ამის თქმის უფლება არ მაქვს. მე ანალიზს ვაკეთებ იმ ფაქტობრივი ინფორმაციით, რომელსაც თითოეული ეს ადამიანი გვაძლევს. კერძოდ, რამდენად თანხვედრაშია გარკვეული ჩვენებები, ესენი დავაზუსტოთ. დღეს გვაქვს საკმაოდ ბევრი მასალა, იმისთვის რომ შევადაროთ, როგორც საქმეში არსებულ მასალებს, ასევე ინფორმაციებს, რომელიც გვაქვს და გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, დეპუტატის განმარტებით, ახლა უკვე კომისია დასკვნის მომზადებაზე დაიწყებს მუშაობას, თუმცა თავდაპირველად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ფორმატის უნდა იყოს დასკვნა.

„ამ ტიპის კომისია მოგეხსენებათ არ ყოფილა და ახლა დაიწყება ფორმატის გადაწყვეტაც კი, როგორი უნდა იყოს დასკვნა. ის, ალბათ, საკმაოდ მოცულობითი იქნება, ალბათ, დეტალურად აღვწერთ თუ რა პროცესები მიმდინარეობდა, როგორ მიმდინარეობდა კომისიის მუშაობა და ასევე იქნება ზოგადი, სისტემურ ხედვებზე საუბარი საგამოძიებო სიატემაში, განათლების სისტემაში, სასკოლო უსაფრთხოებაში და ა.შ. ასევე იქნება საუბარი გარკვეულ ცალკეულ საკითხებზეც, რომელიც კომისიის წევრების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდება როგორც ხარვეზი ან გადაცდომა“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა