ანატოლი ბიბილოვი - ცხინვალი სხვა ქვეყნებთან კონტაქტის დასამყარებლად აქტიურად მუშაობას

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „ცხინვალი აქტიურად მუშაობას სხვა ქვეყნებთან კონტაქტის დასამყარებლად“.

„გასული 10 წლის განმავლობაში ამგვარი აქტიურობა საგარეო პოლიტიკაში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ ამ პოლიტიკას“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური დამასკო „სამხრეთ ოსეთის“ ინტერესების დაცვაზე იზრუნებს არაბულ სამყაროში.

„ბაშარ ასადთან შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ ერთმანეთის ინტერესების დაცვას შევუწყობთ ხელს მესამე ქვეყნებში. იქნება ეს ირანი, რომელიმე არაბული, აფრიკული თუ ლათინური ამერიკის სახელმწიფო, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა